დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა. კორონას გვერდზე, სადაც უკვე საქართველოც მონიშნულია, როგორც შემთხვევის გამოვლენის ადგილი, დადგენილია დაინფიცირებული ადამიანების რიცხვიც, რომელიც  83 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქვე მოცემულია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ის ამ დროისათვის 36 ათასს აჭარბებს.

COVID 19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლიეტუვასა და ნიგერიაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი​ს განცხადებით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის შემთხვევა მასთან არ გამოვლინდება. ბოლო გამოვლენილ ორივე შემთხვევაში ინფექცია იტალიიდან დაბრუნებულ პირებს დაუდგინდათ. იტალიაში კორონავირუსის 655 შემთხვევა და გარდაცვალების 17 ფაქტი ფიქსირდება.

რა არის კორონავირუსი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სიმპტომები აღმოგვაჩნდება? – ,,გარდიანი”

ინფიცირებულთა რიცხვი 2 ათასს გადაცდა სამხრეთ კორეაშიც, დაღუპულია 13 ადამიანი. კიდევ ერთ ინფექციის გავრცელების ზონად მითითებულ ქვეყანაში – ირანში ვირუსის 245 შემთხვევა და გარდაცვალების 26 ფაქტი ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორისაა ირანის ვიცე-პრეზიდენტი.

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

 

მსგავსი თემები