ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა, რის შემდეგაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც დაავადდა – ირაჯ ჰარირიჩიმ ამის შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით თავად შეატყობინა.
მსოფლიოში კორონავირუსისგან 32 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის ირანში კორონავირუსის 245 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსით გარდაცვლილია 26 ადამიანი.