ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებულ ჩატარებას და პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
როგორც საქართველოში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს არჩევნები გახდება ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.
„სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა“ – ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს
„ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის.“
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“. – აღნიშნულია პრემიერისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
ირანის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან და ქართული ოცნების გამარჯვებასთან დაკავშირებით ირანის…
Posted by Embassy of Iran in Tbilisi, Georgia on Monday 4 November 2024