LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა კრიპტოვალუტის მოპოვება აკრძალა

77
-118685626-mediaitem118685622

ირანმა კრიპტოვალუტის მოპოვება ოთხი თვით აკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანამ კრიპტოვალუტების მოხმარებაზე აკრძალვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ირანის ქალაქებში ელექტროენერგია დაუგეგმავად გამოირთო.

გამოცემის ცნობითვე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეფერხებების ძირითადი მიზეზი გვალვა იყო, რამაც გავლენა მოახდინა ჰიდროელექტროენერგიის წარმოებაზე. ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება, რომლის 85% არ არის ლიცენზირებული, დღის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის 4.5% ირანში მოიპოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g