ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის არმიამ საკუთარი სარაკეტო სისტემა „მერსად 16“ წარმატებით გამოცადა.
მედიის ცნობით, ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვის მოადგილის, ბრიგადის გენერალის ამირ მუჰამედ ხოშღალბის განცხადებით, სარაკეტო სისტემა მთლიანად ირანშია შექმნილი, ელექტრონული ომის წინააღმდეგ უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს და ერთდროულად რამდენიმე სამიზნესთან გამკლავება შეუძლია.
მისივე განმარტებით, საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა მაღალი მობილურობითა და სისწრაფით ხასიათდება და შეუძლია დაუპირისპირდეს მაღალსიჩქარიან სამიზნეებს, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე მოძრაობენ, როგორიცაა, მაგალითად, საკრუიზო რაკეტა.
