LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში კოვიდ-19-ით ყოველ ორ წუთში ერთი ადამიანი იღუპება: სახელმწიფო მედია

79
1

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის შედეგად, 2 წუთში ერთი ადამიანი იღუპება. 

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით დღეს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც კოვიდსტატისტიკა განახლდა და ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი – 588 შემთხვევა გამოვლინდა.

ხელისუფლება მიუთითებს, რომ საზოგადოება რეგულაციებს და სოციალურ დისტანციას სათანადოდ არ იცავს, სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქალაქში საავადმყოფოები გადავსებულია და საწოლების რესურსი ამოიწურა, სოციალურ მედიაში კი ხელისუფლებას აკრიტიკებენ ვაქცინაცია ნელი ტემპის გამო – ამ დროისთვის, 83 მილიონიან ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 4 %.

“გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 94 603-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 40 808-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, საერთო ჯამში კი გამოვლენილია ვირუსის 4 199 537 შემთხვევა. ქვეყანა ებრძვის პანდემიის მეხუთე ტალღას, რაც ვირუსის ყველაზე გადამდები, ე.წ. “დელტა” შტამით არის გამოწვეული.

ირანში ყოველ ორ წამში ერთი ადამიანი ინფიცირდება და თითქმის ყოველ ორ წუთში ერთი პაციენტი იღუპება. ირანის 31 პროვინციიდან უმეტესობა დაბალი რისკის, ნარინჯისფერი დონიდან, წითელ დონეზე გადავიდა.” – აცხადებენ სახელმწიფო ტელევიზიით.

ირანის ახალმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ კვირას ვაქცინის პირველი დოზა მიიღო და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, დააჩქარონ ვაქცინაცია და გამოიყენონ ყველა საჭირო საშუალება პანდემიის შესაჩერებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g