LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 716-მდე გაიზარდა

მიწისძვრა ირანში

ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 716-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ დასახლებაში ახლაც მიმდინარეობს.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა. ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.

მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები