LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანული მედია: სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

140
2026-02-28_22-29-01_387992

სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას „ალჯაზირა“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ტიმ ჰოუკინსმა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის ცნობების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

„ამ ცნობებს სერიოზულად ვეკიდებით და მათ ვიძიებთ. აშშ მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში არ იღებს“, – განაცხადა ჰოუკინსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g