„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს ნამდვილად უჭერს.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, 29 %-მა განაცხადა, რომ ნამდვილად უჭერს მხარს, 22%- ნაწილობრივ, 27 %- წინააღმდეგია, 12 %- ნაწილობრივ წინააღმდეგია, 10%-მა არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
გამოკითხულთა 61%-ს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს: IRI