„ირიაოს“ ევროვიზიისთვის შექმნილი სიმღერა და მასზე ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებული კლიპი „იუთუბზე“ ახლახან განთავსდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია უცხოელ მსმენელს შორის. „შენი გულისთვის“ – ასე ჰქვია დავით მალაზონიას დაწერილ სიმღერას, რომლის არანჟირებაც მიშა მდინარაძეს ეკუთვნის.
სიმღერასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, თუმცა ძირითადად, დადებითი კომენტარები გვხვდება უცხოელებისგან. გადავხედოთ რამდენიმე მათგანს:
„ეს სიმღერა ისეთი დამამშვიდებელია. წარმატებას გისურვებ, საქართველო. მოგესალმებით საბერძნეთიდან“
„როდესაც ქვეყანა არ აგზავნის პოპდივას, ჰგონიათ, რომ ეს ცუდი უნდა იყოს. ადამიანებს არ შეუძლიათ იმის მიღება, რომ ეს არის განმტვირთავი და ორიგინალური. ისინი აუცილებლად გადავლენ ფინალში, რადგან მეორე ნახევარფინალში მღერიან“.
„ღმერთო, ეს არის ლამაზი და ძალიან ემოციური. ამ სიმღერაში ძალიან დიდი სული დევს…“
„საეკლესიო მუსიკა… არ არის ცუდი სიმღერა“
„ხორვატიასა და საქართველოს წელს საუკეთესო სიმღერები აქვთ… არ დავივიწყოთ, რომ ეს არის კონკურსი და მიესალმება მრავალფეროვნებას და არა ხელოვნურობას…“
„ძალიან საყვარელი სიმღერაა და მას უკვე რამდენჯერმე მოვუსმინე მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა…“
„კარგია, რომ საქართველოს წარმომადგენლები ქართულად მღერიან. სიმამაცეა, როცა შენს მშობლიურ ენაზე მღერი…“
„როცა გამოქვეყნდა სიმღერები შვედეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ საქართველოდან, ხალხმა თქვა – შედევრიაო. მაგრამ თუკი საქართველოზე ვისაუბრებთ… წარმატება, საქართველო. ეს შესანიშნავია!..“
„შეყვარებული ვარ ამ სიმღერაში. რა შესანიშნავი მუსიკაა“
„ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სიმღერაა და ვის ადარდებს, თუ ფინალში არ მოხვდება?“
„ეს სიმღერა ლაივში ძალიან მაგარი იქნება“
„ქართული ენა ძალიან ლამაზად ჟღერს…“