LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ბაირამაშვილი: „თუ ადამიანი კარგად არ გამოიყურება, გამორიცხულია, კომპლიმენტი ვუთხრა. არც შეურაცხყოფას მივაყენებ, არც კახურად და ცოტა უხეშად ვეტყვი რამეს, მაგრამ ის, რომ კარგი ვუთხრა, როცა ასე არ ვფიქრობ, გამორიცხულია…“

344
ირინა ბაირამაშვილი

ვინ არის მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რამდენად აქვს მას საკუთარი ნიშნის თვისებები, ამაზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

ირინა ბაირამაშვილი: 

13 აპრილს დავიბადე, ზოდიაქოთი ვერძი ვარ. ადრე საერთოდ არ მჯეროდა ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ იმდენი დამთხვევა აღმოვაჩინე, რომ ახლა უკვე ძალიან მჯერა. შეიძლება, 2–3 თვისება არ დაემთხვეს, მაგრამ დანარჩენი რომ ემთხვევა, ესე იგი, დასაჯერებელია.

არ უყვარს მიკიბ-მოკიბვით საუბარი, არასდროს მოგეპირფერება ქულების ჩასაწერად.

ზუსტად ასეთი ვარ. ხანდახან პრობლემებიც მექმნება იმის გამო, რომ ქულების ჩასაწერად არავის „ვეპათხალიმები“. თურმე, ცოტა ასეთი უნდა იყო. ჩემთვის ეს ძალიან რთულია. დიპლომატი ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ეს თვისება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, მაგრამ პირფერობა არ შემიძლია. მაგალითად, თუ ადამიანი კარგად არ გამოიყურება, გამორიცხულია, კომპლიმენტი ვუთხრა. არც შეურაცხყოფას მივაყენებ, არც კახურად და ცოტა უხეშად ვეტყვი რამეს, მაგრამ ის, რომ კარგი ვუთხრა, როცა ასე არ ვფიქრობ, გამორიცხულია, თუნდაც საქმე სიმღერას ეხებოდეს, თუ არ მომეწონა, ვერ შევაქებ. რამდენიმე დღის წინ, ერთი ადამიანი მეუბნებოდა, მიდი, რა, კომენტარში დამიწერე, როგორ მოგეწონა ჩემი სიმღერაო. სინამდვილეში არ მომეწონა, ამიტომ არაფერი დავწერე, მაგრამ მწერდა და მერე დამირეკა, მიდი, რამე კარგი დამიწერეო. ასეთ დროს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ნამუსზე ამაგდო, დამიწერეო და ვეღარ ვუთხარი უარი, დავუწერე, მაგრამ მაინც ნეიტრალური ვიყავი შეფასებაში, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. თუ რამე ძალიან მომეწონა, ვაქებ, ვადიდებ და არ დავიშურებ კომპლიმენტებს, მაგრამ არ არსებობს, ყალბად მივეპირფერო ადამიანს.

პირში მოგახლის, თუ რამე სათქმელი აქვს…

კი, ეგეთი ვარ, თან, გაორმაგებულად, ჩემი კახელობის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g