LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ნიკოლაიშვილი: „ჩემი პაციენტებიდან 10-დან 5-6 ბავშვს მეტყველების ან ქცევის დარღვევა აქვს…“

663
ირინა და ბავშვები

ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვებს შორის მეტყველების დაგვიანების პრობლემაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:

„დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა ადამიანს ვხვდები, 10 სხვადასხვა ისტორიას ვისმენ, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით უამრავ კითხვას ვსვამ და საუბრის ბოლოს ვისმენ ფრაზებს: „მე რომ ეს მცოდნოდა“, „ამასთან შეხება რომ მქონოდა, გაცილებით ადრე დავიწყებდი ზრუნვას“ და ა. შ. ხშირად მშობელი, რომელიც 3-4 წლის ასაკში ბავშვისგან მეტყველებას ითხოვს, კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ბავშვს რაიმე ბგერები, ახმოვანებდა თუ არა გარკვეულ ხმებს, გბაძავდათ თუ არა, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ახსენდება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეტყველება ერთ მშვენიერ დღეს არ იწყება. მეტყველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: საარტიკულაციო აპარატის მზაობას, პირის აპარატის მზაობას, ლაგმის არსებობას, ენის ფორმას, სასის სიმაღლეს. თუ ბავშვს ლაგამი დაბმული აქვს, იქ მეტყველება თავისთავად დაიგვიანებს. შემდეგ მივდივართ სამშობიაროში, ვიგებთ, როგორ იქნა ეს ბავშვი შეფასებული, რატომ გამოატანეს მშობლებს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, რატომ არ იყო აღნიშნული ეს დეტალი, რომ მალევე მომხდარიყო შესაბამისი ჩარევა. ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ დღევანდელი თაობა, რომელიც შვილოსნობისთვის ემზადება, არანაირად არ არის ინფორმირებული იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც მათ გართობას სდევს.

თითქმის 30 წელია, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და თუ ჩემი საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მყავდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან მეტყველების ან ქცევის თერაპიით ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი კი არაჯანმრთელმა ფეხმძიმობის რიტმმა მოიტანა. მშობლები არ არიან ინფორმირებულები, არ იციან, თუ რა კვალს ტოვებს ახალგაზრდობაში მიღებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები და ა.შ“.

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

magti 5g