ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პაპარაცების ობიექტივში კვლავ მოხვდნენ. წყვილი ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა. მსახიობი და მოდელი იდენტურ სტილში იყვნენ ჩაცმულები: მაისურებსა და შარვალში, ორივეს მზისგან დამცავი სათვალე ეკეთა.
ბოლო დროს, ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ხდებიან ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების სამიზნეები. თავისუფალ დროს ორივე საერთო შვილთან ატარებს.