ირინა შეიკი პაპარაცებმა ამჯერად ნიუ-იორკში გადაიღეს. 34 წლის მოდელი ქუჩაში 33 წლის ვიტო შნაბელთან ერთად სეირნობდა. ეს უკანასკნელი ამერიკელი არტ-დილერია. წყვილის რომანზე მედიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, ამჯერად კი ფოტოებმა რომანი დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ, როცა ირინა შეიკს ახალი რჩეულის გარემოცვაში ვხედავთ.