ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი არ უშვებენ შანსს ხელიდან და თავისუფალ დროს მუდმივად ქალიშვილის, ლეას გარემოცვაში ატარებენ. გასული უქმეები ვარსკვლავებმა საბავშვო მოედანზე გაატარეს. მსახიობი და სუპერმოდელი მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდნენ და თვალს არ აცილებდნენ ლეას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირინა და ბრედლი მშობლები მეორედ გახდებიან. ეს ფაქტი მაშინ გამყარდა, როდესაც მოდელი მადრიდში, ერთ-ერთ წვეულებაზე Pronovias-ის კაბაში გამოცხადდა, სადაც მისი ფიგურის ცვლილება თვალშისაცემი იყო.