LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიის სოფლებს ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობას ასწავლიან

121
MICROSOFT-SKILLING-UP-RURAL-IREL

ირლანდიელებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, მომავალი კვირიდან ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის ნიუანსებს უფასოდ შეასწავლიან. სიახლის შესახებ business plus წერს.

4 საათიანმა კურსმა რეგიონებში მაცხოვრებლებს ხელოვნური ინტელექტის საბაზისო უნარები და ინსტრუმენტები უნდა გააცნოს. კურსის მონაწილეები საგანმანათლებლო სერტიფიკატებსაც მიიღებენ, რათა სურვილის არსებობის შემთხვევაში პროფესიის შეცვლაც შეძლონ.

სოფლებში სხვადასხვა ბიზნესების მფლობელებს თანამედროვე ტექნოლოგიებში მასტერ-კლასებს შესთავაზებენ. კურსსაც და მასტერ კლასსაც მაიკროსოფტის კორპორაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩაატარებს.

ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას 2025 წლიდან კანონი დაარეგულირებს. მაგალითად, კომპანიებს მოუწევთ, რომ საავტორო უფლებები დაიცვან და დეტალურად აღწერონ კონტენტი, რომელსაც სწავლებისთვის გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები