LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა გიგანი: „მიხარია, რომ ბაბუამ გაიცნო ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს…“

109

ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი ჟურნალ „სარკესთან“ ცნობილ ბაბუას იხსენებს. მისმა გარდაცვალებამ ირმას ტკივილით სავსე დღეები მოუტანა.

„ძალიან რთულია ბაბუს გარეშე. გვიწევს, რომ შევეგუოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. მასთან განუმეორებელი და ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი გავატარე. ჩემი ცხოვრების ნაწილია და ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო…

თქვენს თაყვანისმცემლებზე, პირადულ ამბებზე უყვებოდით?

არა. შემეძლო, დედას დავლაპარაკებოდი, თუმცა ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ბაბუ იცნობდა. როცა უკვე საჭირო იყო, გავაცანი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან მიხარია, რომ მოესწრო და გაიცნო.

ვინ არის თქვენი რჩეული?

ოთო შალიკაშვილი. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია, ძალიან საინტერესო ადამიანია. აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში ტრიალებს, მაგრამ დაინტერესებულია მუსიკით და ძალიან ნიჭიერია ამაშიც.

სად გაიცანით ერთმანეთი?

ერთ-ერთ კონცერტზე შემთხვევით გავიცანი. სხვას ვერაფერს გეტყვით.

უკვე ოჯახის შექმნაზე ხომ არ ფიქრობთ?

ჯერ არ ვაპირებ ამაზე საუბარს. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g