LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა კვიცარიძე: ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ქიმიის კურსის შუალედებში და ის არ არის საშიში!

662
ირმა კვიცარიძე

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე კოლეგებს მიმართავს.

როგორც კვიცარიძე სოციალურ ქსელში წერს, ექიმების ნაწილი პაციენტებს ურჩევს, ვაქცინა ქიმიის სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიკეთონ, თუმცა მისი თქმით, მერე შესაძლოა, იყოს გვიან:

“კოლეგებო ნუ აპანიკებთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებს! ბევრი თქვენთაგანი( იდენტიფიცირებისაგან შეგნებულად ვიკავებ თავს) ეუბნება პაციენტებს რომ დაასრულონ ქიმიის სრული კურსი და მერე გაიკეთონ ვაქცინა!
მერე შესაძლოა იყოს გვიან!

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ქიმიის კურსის შუალედებში და ის არ არის საშიში!”, – წერს ირმა კვიცარიძე “ფეისბუქში”.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები