მომღერალი ირმა სოხაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ცუდ ზღაპარში ვართ, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილია და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“.
„მეგობრებო, საქართველოში არ ვიმყოფებოდი, დღეს დილით ჩამოვედი სტამბოლიდან. თუმცა თქვენი სიყვარული იქაც მომწვდა და ძალიან გამათბო. ამდენი მოლოცვა არასოდეს მიმიღია, უდიდესი მადლობა ყველას სათითაოდ!
თუმცა, არ დაგიმალავთ, დილიდან ძალიან დავითრგუნე. მინდა ყველას, ჩემს თანამემამულეებს, ჯანმრთელობა, გამძლეობა და გამოფხიზლება გისურვოთ! ეს ახლა ძალიან გვჭირდება. ცუდ ზღაპარში ვართ და არ ვიცი, როგორ, მაგრამ მჯერა: „ზღაპრის ბოლო კეთილია!“ და აუცილებლად, „გაიმარჯვებს, გაბრწყინდება ჩვენი საქართველო!“ – წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, საქართველოში არ ვიმყოფებოდი, დღეს დილით ჩამოვედი სტამბოლიდან. თუმცა თქვენი სიყვარული იქაც მომწვდა და ძალიან…
Posted by Irma Sokhadze on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024