ირმა სოხაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჩაერთო და ისაუბრა ლგბტ თემისა და პრაიდის მარშის შესახებ. მომღერლის მოსაზრებით, ადამიანის ზიზღი სამარცხვინო.
ირმა სოხაძე:
„ჩემზე კონსერვატიულ ოჯახში ძალიან ცოტაა გაზრდილი, ამის მიუხედავად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს და საშინლად მოსაწყენი იქნებოდა, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. ჩვენგან განსხვავებულის პატივისცემა, აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მნიშვნელოვანია. ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერი და განათლებულია. რას ნიშნავს ეს არმიღება? ძალიან მინდა, ვთხოვო უმრავლესობას, რომლის წევრიც მე თვითონ ვარ ყველა პარამეტრით, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნურავისზე ვძალადობთ, ნურავის ვესვრით ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს, მით უმეტეს, ქვას და ტყვიას. რას ითხოვს ეს ხალხი ასეთს, მე ვერ გავიგე. რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც არც ჩვენთვის და არც არავისთვის არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, ასეთია და უნდა, რომ ამაზე ლაღად გამოთქვას აზრი. მგონი, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს ჩვენთვის მიუღებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, რას გვიშავებენ… არ ვიცი, უნდა ვკითხოთ მათ, ვისაც ასეთი აგრესია აქვს. სტატუსებს და კომენტარებს ვკითხულობ და ამისი უფრო მეშინია, მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში, არა მარტო ლგბტ თემის, არამედ ზოგადად, განმასხვავებელი ნიშნების მიმართ. ვერ ვიტანთ ვერც სხვანაირს, ვერც ჩვენნაირს…“
