მართალია, ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მიმდინარე მოვლენების გამო ტურიზმის სექტორი ცოტახნით დაპაუზდა, მაგრამ ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტო ეროვნულ პარკებში არსებულ ვითარებას საზოგადოებას მაინც აცნობს…
„ირმები თოვლში გზას მიიკვლევენ – რა შეიძლება იყოს ამ სანახაობაზე მომნუსხველი?! ირმების კუნტრუში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა“, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო…
ჩვენც დროებით მოვწყდეთ კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობას და განტვირთვის მიზნით, ამ შესანიშნავ კადრებს მივადევნოთ თვალი…