ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც რობერტ პატინსონი ფანთან ერთად სელფის გადაღების პროცესშია აღბეჭდილი. ამ ამბავში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა გოგონას მიზანი, რომელიც მისი კუმირის ,,დატროლვა” აღმოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ მსახიობს გულშემატკივარმა ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო, თუმცა შედეგით გაოცებული დარჩა. მას შემდეგ, რაც გოგონამ გადაღებული სელფი შესაფასებლად პატინსონს წარუდგინა, მას სახე შეეცვალა, რადგან მასში 38 წლის ვარსკვლავს, ბაჭიის ეფექტი ადევს.
,,ის ამას არ ელოდა” – ასე აღწერეს ინტერნეტმომხმარებლებმა მსახიობის რეაქცია.
მარტში, რობერტ პატინსონი მამა პირველად გახდა. მასა და სუკი უოთერსჰაუსს ვაჟი შეეძინათ.



