LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი – ლევან იოსელიანი მის ახლად დანიშნულ მოადგილეზე

228
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ისე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია. ჩვენ, მე აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად არც მე, არც მას, არანაირი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკასთან“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა და მის ახლად დანიშნულ მოადგილეზე, ნათია ჯულაყიძეზე თქვა, რომ ის არა მისი, არამედ მისი ყოფილი პარტიის „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ნათესავია.

„ეს დანიშვნა თვითონ არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს, რაც მთავარია. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი.

მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი. ის არის კომპეტენტური და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება.

მე დარწმუნებული ვარ, ის თავს ძალიან კარგად გაართმევს“, – თქვა ლევან იოსელიანმა.

ნათია ჯულაყიძის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა ალეკო ელისაშვილმაც.

დეპუტატმა თქვა, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნა უხერხულობას არ უქმნის.

იხილეთ ვრცლად:

„ჩემი დის­შვი­ლი რა­ტომ უნდა და­ი­ჩაგ­როს იმის გამო, რომ ჩემი დის­შვი­ლია? მი­ლი­ო­ნი ნა­თე­სა­ვი მყავს, არა­სო­დეს არ­ავინ არ­სად და­მი­ნიშ­ნავს” – ალეკო ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g