LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ის დაბრუნდა” – მომავალი წლის ,,ოსკარების” წამყვანის ვინაობა ცნობილია

136
photo-collage.png (18)

97-ე ,,ოსკარების” გამართვიდან ორ კვირაში, ამერიკის კინოაკადემიამ მომავალი წლის დაჯილდოების წამყვანის ვინაობა გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ საღამოს ზედიზედ მეორედ, კონან ო’ბრაიანი წაიყვანს. კომიკოსმა ეს ამპლუა პირველად, წლევანდელ შოუზე მოირგო.

,,ის დაბრუნდა” – წერია აკადემიის მიერ გავრცელებულ პოსტში, რომელზეც ო’ბრაიანი ,,ოსკარით” ხელშია აღბეჭდილი.

ჯერჯერობით 98-ე ,,ოსკარების” გამართვის თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ,,ოსკარების” ტრიუმფატორი ფილმი – ,,ანორა” გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები