LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მზადდებოდა „ოსკარი“ თაბაშირისგან და როგორ გაიყო ჯილდო შუაზე – საინტერესო ფაქტები „ოსკარზე“

2420
ოსკარი

„ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 96-ე ცერემონია წელს 10 მარტს, ისევ ლოს-ანჯელესის „დოლბის“ კინოთეატრში გაიმართება. ბევრი ითქვა და დაიწერა ნომინანტებსა და მათ შანსებზე, სანამ გავარკვევთ, ვის გადაეცემა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, მოდით გავიხსენოთ საინტერესო ფაქტები „ოსკარების“ ისტორიიდან.

პირველად „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 1929 წელს ჩატარდა სასტუმრო „რუზველტში“, ის 15 წუთს გაგრძელდა და მას 250 ადამიანი ესწრებოდა. მაშინ სახელწოდება „ოსკარი“ ჯერ არ არსებობდა, ოფიციალურად ეს სახელი ოქროსფერ ქანდაკებას 1939 წელს მიენიჭა.

დღემდე დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, რატომ დაერქვა ქანდაკებას ,,ოსკარი”. მსახიობი ბეტ დეივისი ამტკიცებდა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, რომ მას ეს ქანდაკება მეუღლეს, ჯარმონდ ოსკარ ნესლონს აგონებდა. ბევრად პოპულარულია ვერსია, რომ იდეის ავტორი ბიბლიოთეკარი და მოგვიანებით აკადემიის დირექტორი, მარგარეტ ხერისია, რომელიც ამბობდა, რომ ოქროს ქანდაკება  ბიძას, ოსკარს მოაგონებდა.

თავდაპირველად ქანდაკება ვერცხლისგან მზადდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მეტალი დეფიციტში იყო, ამიტომ მას აკადემია თაბაშირისგან ამზადებდა. მოგვიანებით თაბაშირი ისევ მეტალმა შეცალა, ხოლო 2016 წლიდან, ქანდაკება ოქროს 24 კარატიანი მასალით იფარება. „ოსკარის“ ავტორი მოქანდაკე ჯორჯ სტენლია.

ბევრმა არ იცის, რომ „ოსკარებზე“, აკადემიის წევრების კენჭისყრის შედეგად, შესაძლოა დაჯდეს ფრე, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. ეს მოხდა პირველად 1939 წელს, როცა ქალის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ჯილდო კეტრინ ჰეპბერნმა და ბარბარა სთრეიზანდმა გადაინაწილეს. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ,,ოსკარის” გაყიდვა, პასუხი არაერთგვაროვანია, რეალურად კი შეიძლება, მაგრამ გარკვეული პირობებით. თუ „ოსკარის“ მფლობელს ამ მის მემკვიდრეს, ქანდაკების გაყიდვა მოუნდა, აქ აუცილებელია კინოაკადემიის თანხმობა.

1929 წელს, ჰეტი მაკდანიელი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო. მას მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის ,,ოსკარი” მიანიჭეს ფილმში „ქარწაღებულნი“ შესრულებული როლისთვის. მაშინ მაკდენიელი დარბაზში ბოლოში იჯდა, რადგან რასობრივი დისკრიმინაციის გამო, მას დარბაზის წინა რიგებში ჯდომის უფლება არ მისცეს.

მეორე ფერადკანიანი მსახიობი ქალი, ვინც ოსკარი მიიღო, გახლდათ ვუპი გოლდბერგი, რომელმაც ეს ჯილდო 1991 წელს მიღო ფილმიდან „მოჩვენება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები