LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერები, რომლებიც ,,ოსკარებზე” შესრულდება (ვიდეო)

oscars-best-song-nominees
25 თებერვალს, ლოს-ანჯელესი ,,ოსკარების” რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს. როგორც წესი, ერთ-ერთ პრესტიჟულ, ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში წარდგენილებს დოლბის თეატრის სცენაზე ვიხილავთ.

ცნობილია, რომ ჯენიფერ ჰადსონი დოკუმენტური ფილმიდან RBG კომპოზიციას I’ll Fight შეასრულებს.

საღამოზე დაგეგმილია ემილი ბლანტის პერფორმანსიც, რომელიც კინოსურათიდან ,,მერი პოპინსი ბრუნდება”, The Place Where Lost Things Go-ს იმღერებს.

რა თქმა უნდა, ყველა მოუთმენლად ელოდება  ,,ვარსკვლავის დაბადების” საუნდტრეკის Shallow ცოცხალ შესრულებას, რომელიც ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა სპეციალურად ამ უკანასკნელის სადებიუტო რეჟისორული ნამუშევრისთვის ჩაწერეს და კრიტიკოსთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ კოლაბორაციას კატეგორიაში გამარჯვება უკვე უწინასწარმეტყველეს.

 ამასთან, შოუს მუსიკალურად კენდრიკ ლამარისა და SZA-ს დუეტიც გააფორმებს. თანამედროვე მუსიკის ორი საუკეთესო შემსრულებელი ,,შავი პანტერადან” All the Stars-ს წარმოადგენენ.

და ბოლოს, When a Cowboy Trades His Spurs for Wings ,,ბასტერ სკრაგსის ბალადიდან”, უილი უოტსონისა და ტიმ ბლეიკ ნელსონის შესრულებით აჟღერდება.

https://www.youtube.com/watch?v=K91etXNIkaY

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ 2019 წლის ,,ოსკარებზე” ნომინირებულთა სია 22 იანვარს გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები