რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ ,,ოსკარების” ნომინანტები დაასახელა. საინტერესოა, რომ წლევანდელი პრეტენდენტების დასახელების პატივი წილად ტრეისი ელის როსსა და კუმაილ ნანჯანის ხვდათ.
View this post on Instagram
OSCAR NOMINATIONS now ~ @kumailn
A post shared by Tracee Ellis Ross (@traceeellisross) on
გაირკვა, რომ ყველაზე მეტ, 10 ნომიანაციაში გამარჯვებისთვის კინოსურათები, ,,ფავორიტი” და ,,რომა” იბრძოლებენ, რომელთაც ,,საუკეთესო ფილმის” კატეგორიაში ,,შავი პანტერა”, ,,შავი კუკლუქსკლანელი”, ,,ბოჰემური რაფსოდია”, ,,მწვანე წიგნი”, ,,ვარსკვლავის დაბადება” და Vice დაუპირისპირდებიან.
,,საუკეთესო რეჟისორს” სპაიკ ლის (,,შავი კუკლუქსკლანელი”), პაველ პავლიკოვსკის (,,ცივი ომი”), იორგას ლანთიმოსის (,,ფავორიტი”), ალფონსო კუარონისა (,,რომა”) და ადამ მაკეის (Vice) შორის გამოავლენენ.
,,საუკეთესო მსახიობი კაცისთვის” პრემიაზე ნომინირებული: კრისტიან ბეილი (Vice), ბრედლი კუპერი (,,ვარსკვლავის დაბადება”), უილიამ დეფო (Eternity’s Gate), რამი მალეკი (,,ბოჰემური რაფსოდია”) და ვიგო მორტენსენი (,,მწვანე წიგნი”) არიან.
,,საუკეთესო მსახიობი ქალის” კატეგორიაში გამარჯვებას იალიცა აპარისიო (,,რომა”), გლენ კლოუზი (,,მეუღლე”), ოლივია კოლმანი (,,ფავორიტი”), ლედი გაგა (,,ვარსკვლავის დაბადება”) და მელისა მაკკარტი (Can You Ever Forgive Me?) შეეცდებიან.
Shallow (,,ვარსკვლავის დაბადება”), The Place Where Lost Things Go (,,მერი პოპინსი ბრუნდება”), I’ll Fight (RBG), When a Cowboy Trades His Spurs for Wings (,,ბასტერ სკრაგსის ბალადა”) და All the Stars (,,შავი პანტერა”) – ეს ის საუნდტრეკებია, რომლებიც ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში წარადგინეს.
91-ე ,,ოსკარების” სხვა ნომინაციებში წარდგენილთა სია ასეთია:
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში
მაჰერშალა ალი (,,მწვანე წიგნი”)
ადამ დრაივერი (,,შავი კუკლუქსკლანელი”)
სემ ელიოტი (,,ვარსკვლავის დაბადება”)
რიჩარდ ი. გრანტი (Can You Ever Forgive Me?)
სემ როკველი (Vice)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
მარინა დე ტავირა (,,რომა”)
რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)
ემა სტოუნი (,,ფავორიტი”)
რეიჩელ ვაისი (,,ფავორიტი”)
ემი ადამსი (Vice)
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
,,მწვანე წიგნი”
,,ფავორიტი”
,,პირველი რეფორმირებული ეკლესია”
,,რომა”
Vice
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
,,ბასტერ სკრაგსის ბალადა”
,,შავი კუკლუქსკლანელი”
,,ვარსკვლავი დაბადება”
Can You Ever Forgive Me?
If Beale Street Could Talk
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
,,ცივი ომი”
,,რომა”
,,წვრილმანი მძარცველები”
Capernaum
Never Look Away
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
,,სუპერ ოჯახი 2”
,,ძაღლების კუნძული”
,,მირაი”
,,ადამიანი ობობა: სამყაროს მიღმა”
,,დამანგრეველი რალფი 2”
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
,,შავი პანტერა”
,,შავი კუკლუქსკლანელი”
,,მერი პოპინსი ბრუნდება”
,,ძაღლების კუნძული”
If Beale Street Could Talk
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
,,შავი პანტერა”
,,ფავორიტი”
,,პირველი ადამიანი მთვარეზე”
,,მერი პოპინსი ბრუნდება”
,,რომა”
საუკეთესო კოსტიუმი
,,ბასტერ სკრაგსის ბალადა”
,,ფავორიტი”
,,შავი პანტერა”
,,მერი პოპინსის ბრუნდება”
,,მარიამ სტიუარტი: შოტლანდიის დედოფალი”
საუკეთესო ოპერატორი
,,ცივი ომი”
,,ფავორიტი”
,,რომა”
,,ვარსკვლავის დაბადება”
Never Look Away
საუკეთესო გრიმი
,,საზღვარი”
,,მარიამ სტიუარტი: შოტლანდიის დედოფალი”
Vice
საუკეთესო მონტაჟი
,,შავი კუკლუქსკლანელი”
,,ბოჰემური რაფსოდია”
,,ფავორიტი”
,,მწვანე წიგნი”
Vice
საუკეთესო ხმა
,,შავი პანტერა”
,,ბოჰემური რაფსოდია”
,,პირველი ადამიანი მთვარეზე”
,,მშვიდი ადგილი”
,,რომა”
საუკეთესო ხმის მონტაჟი
,,შავი პანტერა”
,,ბოჰემური რაფსოდია”
,,პირველი ადამიანი მთვარეზე”
,,რომა”
,,ვარსკვლავის დაბადება”
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
,,შურსიმაძიებლები: უსასრულობის ომი”
,,კრისტოფერ რობინი”
,,პირველი ადამიანი მთვარეზე”
,,პირველი მოთამაშე მოემზადე”
,,სოლო: ვარსკვლავური ომების ისტორია”
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
Free Solo
Hale County This Morning, This Evening
Of Fathers and Sons
RBG
Minding the Gap
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
A Night at the Garden
Black Sheep
End Game
Lifeboat
Period. End of Sentence
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Detainment
Fauve
Marguerite
Mother
Skin
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
Animal Behaviour
Bao
Late Afternoon
One Small Step
Weekends
შეგახსენებთ, რომ ,,ოსკარები” 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, წელს ცერემონიალს წამყვანი არ ეყოლება.