LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ეჭვიანი, ქედმაღალი და ზედმეტად გადაპრანჭულია ტიმოთისთვის, მან კაილის გამო უკვე არაერთი მეგობარი დაკარგა“ – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

295
page

კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს რომანზე ინსაიდერის განცხადება გავრცელდა. წყაროს ცნობით, მსახიობის მეგობრები ამ კავშირის წინააღმდეგები არიან და თვლიან, რომ შალამეს კაილი არ შეეფერება.

„ის ეჭვიანი, ქედმაღალი და ზედმეტად გადაპრანჭულია ტიმოთისთვის. კაილი მის კარიერას აფერხებს და თუკი ის მასთან სასიყვარულო ურთიერთობას გააგრძელებს, ვერაფერს მიაღწევს. ჯენერის გამო ტიმოთიმ უკვე არაერთი მეგობარი დაკარგა“, – განაცხადა ინსაიდერმა გამოცემასთან საუბრისას.

„კაილი ტიმოთის მკაცრად აკონტროლებს, ის მას ყოფილ შეყვარებულებთან ნებისმიერ სახის კონტაქტს უკრძალავს და არ სურს შალამეს მდედრობითი სქესის მეგობრები ჰყავდეს. მეტიც, ჯენერმა შალამეს სოციალური ქსელების პაროლები გამოართვა და ტელეფონზე დაუყენა მოწყობილობა, რომელიც მას 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას, თუ რა ლოკაციაზე იმყოფება მისის შეყვარებული“, – ამის შესახებ ტიმოთის გარემოცვა ჯერ კიდევ შარშან ალაპარაკდა,

ცნობისთვის, წარმატებული მსახიობი და მილიონერი „ბიზნეს ვუმენი“ ერთად უკვე ერთი წელია არიან.

სხეულის ენა ამოხსნილია – ვრცელდება ვიდეო, რომლითაც დასტურდება, რომ ტიმოთი შალამეს კაილი ჯენერი „ფეხებზე კიდია“

„ვის დააჯდა სიკვდილის ბუზი?“ – დემი მურის, ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

„კაილი ჯენერი ტიმოთი შალამეს ტელეფონს უმოწმებს და მას ყოფილებთან კონტაქტს უკრძალავს“ – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები