LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის კადრია აღბეჭდილი, რასაც ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდი…უმძიმეს დაავადებას ებრძოდა და ყოველ დღე ვთხოვდი ღმერთს, თავის პირველ შვილთაშვილს მოსწრებოდა – ანდრია გველესიანი ბებიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

362
ანდრია გველესიანი

მომღერალი ანდრია გველესიანი ბებიის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ანდრია წერს, მისმა „ბებიამ მისთვის, როგორც შვილიშვილისთვის ყველაფერი გააკეთა და აჩუქა ყველაზე მეტი, რაც კი შეიძლება აჩუქო ადამიანს“.

„დღეს ჩემი დედა-მამას (როგორც მე მას პატარაობაში ვეძახდი ) ჩემი ბებოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა… ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო! მან გამიკეთა ყველაფერი რაც ევალებოდა და რაც არ ევალებოდა. მან იცოცხლა ჩემით და ჩემთვის. მან მაჩუქა ყველაზე მეტი რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო.

ამ ფოტოზე კი ის კადრია აღბეჭდილი რასაც ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდი მას შემდეგ რაც მაიკო ორსულად დარჩა და ბებიაჩემი კი უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. ყოველ დღე ვთხოვდი ღმერთს რომ თავის პირველ შვილთაშვილს მოსწრებოდა და ასეც მოხდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელსაც ჩემზე მეტად უხაროდა ჩემი კარგი ამბავი და ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემი პირველი შვილი როგორ გაახარებდა.

იშვიათად მესიზმრება და ორი დღის წინ დამესიზმრა როგორ მეხუტებოდა..
ზუსტად ისე როგორც გარდაცვალების წინა დღეებში.. როგორც პატარა ბავშვი მშობელს..
მიყვარხარ ბე!! შენი სუნთქვა მენატრება ჩემს სუნთქვასთან გაერთიანებული, ისე როგორც ჩემს ბავშვობაში ვსუნთქავდით…

ჩემი ყველაფერი ხარ და იქნები! მადლობა ყველაფრისთვის!!“, – წერს ანდრია გველესიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g