კრიშტიანო რონალდომ „რეალში“ 50 გოლი გაიტანა ზედიზედ მეექვსე სეზონში.
რა გასაკვირია, რომ არანორმალური პორტუგალიელი მადრიდული კლუბის სხვა ბომბარდირებს გვარიანად უსწრებს.
ესპანეთის პირველობის ბოლო ტურში რონალდომ „დეპორტივოსთან“ დუბლი შეასრულა (2:0), რაც სეზონის 49-ე და 50-ე გოლებია. სუპერვარსკვლავმა მიჯრით მეექვსედ მოახერხა 50-იანი ნიშნულისთვის მიეღწია.
რონალდოს ანგარიშზე 35 გოლია ესპანეთის ჩემპიონატში და 15 ჩემპიონთა ლიგაზე.
გასულ სეზონში „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელმა პირადი რეკორდი დაამყარა – 61 გოლი.
რონალდოს მთავარ მეტოქე ლიონელ მესის 50 გოლზე მეტი არასდროს გაუტანია ზედიზედ სამ სეზონზე მეტჯერ.
რონალდოს და „რეალს“ კიდევ დარჩათ ერთი მატჩი და თან რა მატჩი – ჩემპიონთა ლიგის ფინალი: 28 მაისს, მილანში, თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“.
https://www.youtube.com/watch?v=8xwEP27MIq4