LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც დღეს, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს – რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს: ანდრია ჯაღმაიძე

98
ჯაღმაიძე (1)

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, „რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს“.

როგორც ჯაღმაიძე წერს, „საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი“. მისივე განმარტებით, ერთი რამ უნდა გავიაზროთ, რომ „თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით“.

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

„ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს.

გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.

როგორ მივედით აქამდე?!

– ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.

ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში.

საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით.

საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია – სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით.

პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, – წერს ანდრია ჯაღმაიე სოციალურ ქსელში.

 

ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს.

გარდა ეროვნული…

Posted by Andria Jagmaidze on შაბათი, 26 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g