ლეგენდარული კომიკოსის, ჯიმ ქერის აშკარა გარეგნული ცვლილებებისა და უამრავი კონსპირაციული თეორიის შემდეგ, ვნებები ნელ-ნელა ცხრება. ბევრმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ Cesar Awards-ის 51-ე ცერემონიაზე, სადაც ქერის საპატიო ჯილდო გადაეცა, ის თავის მეგობარ ქალთან ერთად პირველად გამოჩნდა.
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და არაპროგნოზირებადი ვარსკვლავი წლების განმავლობაში პირად ცხოვრებას მკაცრად ასაიდუმლოებდა. თუმცა, 2026 წლის 26 თებერვალს, მან საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა მეგობარი ქალი, რომელსაც უკვე ოთხ წელზე მეტია ხვდება.
„მადლობა ჩემს მშვენიერ ოჯახს, ჩემს ქალიშვილ ჯეინს და ჩემს შვილიშვილ ჯექსონს. მადლობა ჩემს თანამგზავრს, მინ აჰს. მიყვარხარ, მინ აჰ,“ – განაცხადა მან აუდიტორიის წინაშე.
ცერემონიის შემდეგ წყვილი ხელჩაკიდებული დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ოფიციალური საჯარო გამოჩენა გახლდათ.
ცნობისთვის, კერის პირველი მეუღლე მელისა უომერი იყო, რომელზეც 1987 წელს დაქორწინდა. მათი ქორწინება 1995 წელს დასრულდა. მოგვიანებით მან იქორწინა თავის კოლეგაზე, ლორენ ჰოლიზე, რომელსაც ფილმ „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ეს ქორწინებაც ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდა.
1999 წელს ჯიმს რომანი ჰქონდა რენე ზელვეგერთანაც. მოგვიანებით კი ხუთწლიანი ურთიერთობა ჯენი მაკკართისთან.


