LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რასაც ეწევა, პროსტიტუციაა „ – გვარამია ნიჟარაძის ადვოკატზე

187
rueue5u5

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი ძირითადად ზოგად ფინანსურ საკითხებს შეეხებოდა, დაკითხვა კი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობდა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ ნიკა გვარამიას განცხადებებმა, ტელეკომპანია მილიონობით ლარით აზარალა.

“ის რასაც ეწევა [ნინო ნიჟარაძის ადვოკატი], არაა ადვოკატობა და არის პროსტიტუცია. ადვოკატური პროსტიტუცია, ეს კაცი არის პროსტიტუტი ადვოკატი და მის ნათქვამზე კომენტარი არის შეუძლებელი,” – აღნიშნა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი  თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.

საქმე ეხება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონებას მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები