LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს: მიხეილ სარჯველაძე

108
untitled

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილთან სხვა პატიმრებთან შედარებით, მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.

სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარები არ შეუშვეს – ეს ევროპაში ხდება?

„ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში, როცა კონკრეტული პირის დაშვებაზე მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის, სხვა ნებართვების სიმრავლე და ა.შ. მე მგონი, აქვე უნდა ვთქვა, სააკაშვილის მონახულებასთან და ამ კუთხით ნებართვების გაცემასთან დაკავშირებითაც, რომ სააკშვილს ნამდვილად არასდროს შექმნია პრობლემა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო თუნდაც, გაცემული ნებართვები, ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამიტომ არ მგონია ზედმეტი შეფასებების გაკეთების და ვარაუდების გამოთქმისთვის ბევრი საფუძველი არსებობდეს. არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს, ყოველ შემთხვევაში, აქ ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამო უარი შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა პატიმართან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია მონახულების მაჩვენებელი, არ მახსოვს, ამხელა შესაძლებლობა ვინმე პატიმარს ჰქონოდა. სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს: ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g