LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის სამართალი დაიწვეს, დღეს რომ შენი დაკრძალვა დაიგეგმა…“ – კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

3813
გიგა მაქარაშვილი

„ძალიან მომენატრები ძია“ – ამის შესახებ კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის მეგობარი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამოქალაქო აქტივისტი ემოციურ სტატუსში ამბობს, რომ დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიამ მეგრელიშვილის დაკრძალვის დღეა.

მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მარიამის ფოტოს ავრცელებს:

„ის სამართალი დაიწვეს, დღეს რომ შენი დაკრძალვა დაიგეგმა…  
სამოთხის მე არ მჯერა, მაგრამ ჩემს ფიქრებში ყოველ დღე შეგხვდები!
ძალიან მომენატრები ძია“ – წერს მაქარაშვილი.

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.

ის სამართალი დაიწვეს, დღეს რომ შენი დაკრძალვა დაიგეგმა 😞 სამოთხის მე არ მჯერა, მაგრამ ჩემს ფიქრებში ყოველ დღე შეგხვდები! ძალიან მომენატრები ძია 💜

Posted by Giga Makarashvili on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g