LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი

84
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე „3 წელი დარჩა და ვალდებულად თვლის თავს, რომ შერიგების პროცესი დაიწყოს“.

მისი განცხადებით, მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და სურს, რომ დაეხმაროს ქვეყანას დაიწყოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რადგან ყველა დარგი პოლარიზებულია.

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან…დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე: სალომე ზურაბიშვილი

„ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა… ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g