LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან…დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე: სალომე ზურაბიშვილი

85
სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე“.

მისივე თქმით, „ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, საზოგადოება გადაღლილია და არავის სურს იგივე განმეორდეს საქართველოში“.

მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამ ღონისძიებას აქვს თავისი მიზანი – ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, ცოტათი მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც დღეს ქვეყანას აწვება. ამით არაფერი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა არის პოზიტივი და პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციის გამო. ამდენად, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება დროულია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, არსებობდა ორი ან მეტი ბანაკი. ალბათ, არავის სურს, რომ ეს განმეორდეს ქვეყანაში. წარსულის ეს ფურცლები, რომლებიც დღემდე არ გაგვიაზრებია, ლოდებად გვაწვება დღეს. საზოგადოება უკვე გადაღლილია. ყველასთვის გაუსაძლის ამ მდგომარეობას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, თუ როგორ დავმშვიდდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს. ეს საკითხებია განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც კი დაყოფილია. იმასაც ვამჩნევთ, რომ გვავიწყდება გარე სამყარო. გარეთ, ჩვენს ირგვლივ რა ხდება, რა საფრთხეები და შესაძლებლობებია, რაღაცნაირად გვავიწყდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე:

არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი: გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიწვევაზე

ნაძვის ხეზე წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება: გიგი უგულავა

„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით რაიმე გარღვევას მოვახდენთ“ – ვინ მიიწვია ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე

“არა ნაძვის ხის და შამპანურის გამო” – ვინ რა არგუმენტით (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

ნათელაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?

მადლობა პრეზიდენტს – ნიკა მელიამ ზურაბიშვილის მიპატიჟება არ მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები