LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა ნაძვის ხის და შამპანურის გამო” – ვინ რა არგუმენტით (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

108
BeFunky-collage (55)

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს საახალწლო მიღებაზე ელოდება. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისიძებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.

„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით რაიმე გარღვევას მოვახდენთ“ – ვინ მიიწვია ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე

მიპატიჟების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე მისვლისგან თავს იკავებს.

“სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონია და საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც როგორ ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია.

ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, – თქვა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება – მაჭარაშვილი

მათი ნიანგის ცრემლები ბლეფია, დაასვენონ სააკაშვილი – ზარქუა ენმ-ზე

მიღებაზე მისვლას არ აპირებს არ “დროას” ლიდერი, თუმცა ელენე ხოშტარია დიალოგში მონაწილეობაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს.

შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე – რას წერს ელენე ხოშტარია

“ძალიან გამიჭირდება, იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში – ეს ერთი და მეორე – არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, რომ ეს არის კარის დახურვა პროცესზე, პირიქით, მე სულმოუთმენლად ველოდები, როცა ის შეძლებს შეხვედრას და ამ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე ვერ მივლენ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვინაიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის პოზიციას, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ შერიგება წინასწარ განწირული პროცესია.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს.

“მთელი ეს „შერიგების“ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას, რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი”, – წერს ჯაფარიძე.

პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე დასწრებას აპირებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე.

“მიღებაზე არ მივდივარ ნაძვის ხის და შამპანურის გამო, მივდივარ, რომ პასუხები მივიღო მთავარ კითხვებზე, როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა, როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები”, – ამბობს ბაქრაძე.

მის მსგავსად, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მივლენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „მოქალაქეების“ წევრებიც.

“გაუგებარია, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვდე და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე”, – აცხადებს „მოქალაქეების“ დეპუტატი, ლევან იოსელიანი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ კი თქვა, რომ მისი ინფორმაციით, “ამ შეხვედრას ოფიციალურ დონეზე არ აქვს პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის”.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისარგებლებთ ამით და თუ ვინ წავა ამ ღონისძიებაზე, საღამოს გადავწყვეთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტისგან საახალწლო მიღებაზე მიპატიჟება მიიღო სალომე სამადაშვილმაც და ამბობს, რომ მას დაესწრება. მეტიც, სამადაშვილის შეფასებით, სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ.

“იმედი მაქვს საუბრის შესაძლებლობა იქნება. ჩემთვის საინტერესოა, თავად პრეზიდენტი როგორ ხედავს ამ პროცესის დაწყებას და გაგრძელებას. მე შეხვედრაზე პირველ რიგში მოსასმენად მივდივარ”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტიების მიღებას „ქართული ოცნებიდან“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.

 

 

 

 

პოპულარულები