LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?

95
Untitled design - 2021-12-16T144542.836

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა არ მიიღო.

მიწვევაზე უარის თქმის მიზეზები ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამასწინათ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „ლეიბორისტური პარტიის“ აკრძალვის შესახებ, რადგან ჩვენ არ დავემორჩილეთ ოლიგარქის დიქტატს და არ გავუთეთრეთ გაყალბებული პარლამენტი.

დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა, ნაძვის ხის დღესასწაულზე თავისთან მივეწვიეთ, სადაც, რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა გვაქვს შეკითხვები. პრეზიდენტი, რომელსაც ევალება სახელმწიფოში მოქალაქეთა უფლებების უმაღლესად იყოს დაცული, მისი მოქალაქეები უშაქრო ჩაითი ხვდებიან ახალ წელს, ამ ზეიმის პარალელურად თუ უფიქრია  ამ ხალხზე? თუ უფიქრია მას იმაზე, რომ იგი დანიშვნა ქვეყნის პრეზიდენტად ოკუპანტმა რუსეთმა და რუსმა ოლიგარქმა, რომელიც დაკავებულია არა იმით, რომ ხალხის ტკივილებით იცხოვროს, არამედ ნარკოვაჭრების, პედოფილების და პოლიციელთა მკვლელების გათავისუფლებით.

თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში შეჭამეს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე, საიდანაც მხოლოდ 38 პაკეტი დაბრუნდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. და საერთოდ ალბათ ჩვენმა ხალხმა უნდა იფიქროს იმის თაობაზე, ვინ სად უნდა აირჩიონ, რატომ უნდა აირჩიონ და ვინ რისი მკეთებელი იქნება.

რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?

მას უნდა, გაითამაშოს მეორე შარლ მიშელის მეორე სერია.

პირველ სერიაში პარტიები თავის სასახლეში მიიყვანა, მოაწერინა ხელი დოკუმენტს, რომელიც დღეს იქცა ფარატინა ქაღალდად და ივანიშვილი სრულ გაკოტრებას გადაარჩინა.

შეუქმნა მრავალპარტიული პარლამენტი. ახლა დაწყებული აქვს მეორე სერია ასევე რუსი ოლიგარქის დავალებით. რომელიც არა ქვეყნის ეროვნულ შერიგებას და ქვეყნის წინსვლას ითვალისწინებს და ჩვენს გამოყვანას იმ საშინელი კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანეს,  არამედ  გათვლილი აქვთ მეორე ვარიანტზე, რომ პოლიტიკური რეპრესიები და ის ყველაფერი, რაც გააკეთეს ხელისუფლების უზურპაციის სახით, რამაც დაცალა ჩვენი ქვეყანა, გამოკეტა ჩვენი ბინები და დაუმუშავებელი დატოვა ჩვენი მამულები, რომ ეს ყველაფერი შერჩეთ და შეიტყაპუნონ ამჯერად ეროვნული შერიგების პაქტებითა და დოკუმენტებით.

ჩვენ უნდა გავიღვიძოთ. ჩვენ ისევ გვძინავს. გაღვიძებული ქართველი ხალხის წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება მეგობრებო, იმისთანა ძალა იმალება ჩვენს ერში. მთავარია გავიღვიძოთ და მერე ყველაფერი იქნება კარგად.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენეთ, ზურაბიშვილის საახალწლო მიწვევა ორბელიანების სასახლეში არ მიიღო არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ

mazda magti 5g