LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი: გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიწვევაზე

80
გიგა ბოკერია

პრეზიდენტის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიპატიჟებასთან დაკავშირებულ საკითხს, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება და აცხადებს, რომ „არანაირი სურვილი არ აქვს, სიმულაციაში მიიღოს მონაწილეობა“.

მისივე თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ვისაც ძალაუფლება აქვს, სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს.

„ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე. მადლობელი ვარ მოწვევისთვის. სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე. სრულიად საპირისპირო მიმართულებით დგამს ნაბიჯებს ის, ვისაც ძალაუფლება აქვს – ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ეს სიმულაციაა, არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. ამას ნაბიჯები აჩვენებს, რომელიც გადადგმული იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპულად კი არ ვეწინააღმდეგებით, სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგები ვართ”, – განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე:

ნაძვის ხეზე წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება: გიგი უგულავა

„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით რაიმე გარღვევას მოვახდენთ“ – ვინ მიიწვია ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე

“არა ნაძვის ხის და შამპანურის გამო” – ვინ რა არგუმენტით (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

ნათელაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: რომელი ეროვნული შემარიგებელი ეს ქალბატონი გახლავთ, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?

მადლობა პრეზიდენტს – ნიკა მელიამ ზურაბიშვილის მიპატიჟება არ მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g