LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის შეკეთებას არ ექვემდებარება, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება“ – ილონ მასკი

200
ილონ მასკი

კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ისინი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვაზე მუშაობენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ის შეკეთებას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება.

მასკმა ეს კომენტარი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობის შედეგების განხილვის დროს გააკეთა.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შაბათ-კვირას USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.

ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბოროტებაა. მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გუშინ გაითიშა. „როიტერმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g