LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის უცნაური და ბებერია“ – „ფლეიბოის“ მოდელი აცხადებს, რომ ლეოს ქცევა „საწოლში“ ძალიან უცნაურია – რას ჰყვება 22 წლის ლამაზმანი

346
page

ლეოსა და ახალგაზრდა მოდელების განსაკუთრებული ურთიერთობა საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ ბევრი ლამაზმანი კონფიდენციალურობას არ იცავს და მზადაა ოსკაროსანი მსახიობის შესახებ აქამდე უცნობი დეტალებიც გაასაჯაროოს.

მათ რიცხვს მიეკუთვნება 22 წლის „ფლეიბოის“ მოდელი, ჰიეკე კონინგსი. ის ირწმუნება, რომ ერთ-ერთ კლუბში ლეოს აკოცა.

„ეს მოხდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც გასაიდუმლოებული წვეულება იმართებოდა. მე ლეოს მოვკარი თვალი, ის შავ ქუდსა და კეპში მარტო იჯდა, ჩვენ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს. შემდეგ მისი წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა, რომ ლეოს ჩემთან საუბარი სურდა. ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ, არაფერი განსაკუთრებული… ის ზედმეტად უცნაური და ბებერია“, – აცხადებს 22 წლის ლამაზმანი.

მან მედიას პიკანტური დეტალებიც გაუმხილა, რომელიც ლეოს ერთ-ერთი გოგოსგან შეიტყო. მოდელი აცხადებს, რომ დიკაპრიომ ინტიმური კავშირის დროს ყურსასმენი გაიკეთა, რათა პარტნიორის ხმა არ გაეგო. ყოფილა შემთხვევა, როცა ლეომ ქალს სახეზე ბალიში დააფარა.

ცხადია, მოდელის სკანდალურ განცხადებაზე ლეონარდო დიკაპრიოს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ლეონარდო დიკაპრიოს კეიტ მოსის 25 წლის დასთან რომანი აქვს? – რას ჰყვება ინსაიდერი

„აქ რა ვითარებაა?… ლეო ვერასდროს გამოსწორდება“ – 48 წლის ლეონარდი დიკაპრიოსა და 25 წლის ვიტორია ჩერეტის უახლესი პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები