LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოს კეიტ მოსის 25 წლის დასთან რომანი აქვს? – რას ჰყვება ინსაიდერი

289
page

დასავლური მედია ლეონარდო დიკაპრიოს ახალ რომანზე ალაპარაკდა. როგორც ცნობილია, 49 წლის ოსკაროსანი მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა მოდელ, ვიტორია ჩერეტის ხვდება, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ლეო წვეულებაზე კეიტ მოსის დასთან 25 წლის ლოტი მოსთან ერთად გადაიღეს. მალევე ინსაიდერმა გამოცემა „დეილი მეილის“ დეტალები გაუზიარა.

„ისინი კლუბში 5 წუთიანი ინტერვალით მივიდნენ, მაგიდასთან ერთად ისხდნენ. ლეომ და ლოტიმ მთელი ღამე დახურულ კარს მიღმა გაატარეს. ოთახიდან კისკისი ისმოდა, ისინი გათენებამდე ერთად იყვნენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, 30 წლის წინ ლეოსა და კეიტ მოსს ხანმოკლე რომანი ჰქონდათ, ისინი ერთმანეთს 1993 წელს დაშორდნენ, მალევე კეიტმა ჯონი დეპთან დაიწყო შეხვედრა.

ლეონარდო დიკაპრიო, ლამაზმან შეყვარებულთან ერთად, მაიამიში ერთობა

„აქ რა ვითარებაა?… ლეო ვერასდროს გამოსწორდება“ – 48 წლის ლეონარდი დიკაპრიოსა და 25 წლის ვიტორია ჩერეტის უახლესი პაპარაცული ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები