LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის უკვე დამოუკიდებელია“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილზე პირველად ალაპარაკდა

514
page

რამდენიმე თვის წინ 51 წლის ნაომი კემპბელმა საზოგადოება გააოცა, როდესაც განაცხადა, რომ სუროგატი დედის დახმარებით ქალიშვილი შეეძინა. ბავშვის მამის ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა ინსაიდერების განცხადებით, მოდელი მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას შვილის აღზრდაში ეხმარება.

„ურთიერთობებში მთავარი კომპრომისია“ – 51 წლის ნაომი კემპბელის ქალიშვილის პირველი ფოტო

ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა BBC HardTalk-ს ინტერვიუ მისცა და ქალიშვილის შესახებ პირველად ისაუბრა.

„მე საოცრად გამიმართლა, მგონია, რომ საოცნებო შვილი მყავს. ის გასაოცარია, პატარაა, თუმცა უკვე დამოუკიდებელი და ჭკვიანია. მას უკვე 12 საათი სძინავს“, – აცხადებს ნაომი.

ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები