რამდენიმე დღის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს შორდებოდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია წყვილთან დაახლოებულმა წყარომ სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
ინსაიდერის ცნობით, მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გართულდა.
„კეტიმ მეგობრებს ჯერ კიდე იანვარში უთხრა, რომ ის უკვე მარტოხელა ქალი იყო და მარტო ცხოვრობდა. უთანხმოება პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია. კიდევ ერთ მიზეზად პერის ახალი ალბომის წარუმატებლობა სახელდება“, -აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ორლანდო ბლუმი მეგობრების, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში უკვე მარტოხელა მამაკაცის სტატუსით მივიდა. ამ დროს კი პერი მუსიკალურ ტურნეში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, წყვილი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დაინიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან

