“ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები,” – ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბორჯომში დამსვენებლებს ამოწმებენ.
“ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედება, ვინც ინტერესის ობიექტია. ჩვენი საქმე ეჭვიანობაა,” – აცხადებს შს მინისტრი,
დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა იმ პირებისგან, ვინც ბორჯომში 18 აგვისტოს მერე იმყოფება, მოითხოვეს პირადობის მოწმობები.