ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – გავრცელებული ცნობით, იგი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გუშინ მოკლეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ფაქტზე სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.