ისანში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მას ჭრილობები ფეხის არეში მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებში დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის ვინაობაც.