გუშინ, საღამოს, წითელ ბაღთან ორი მეთორმეტეკლასელის დაჭრის შესახებ ახალი დეტალებზე თავად 35-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ მოზარდებს თავს ორი უცნობი პირი დაესხა, მცირე დაპირისპირების შემდეგ კი მათ მე-12 კლასელებს ჭრილობები მიაყენეს.
„ბავშვები ერთმანეთში შეკამათდნენ და მერე ისე დაგვჭრა ორმა უცნობმა ბიჭმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე, მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოგვიყვანა,“-აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი, ეთერ მაისურაძე.
თბილისის 35-ე საჯარო სოკოლის დირექტორის განცხადებით, დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ. მიხეილ ჩიკვილაძე შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვნიდან თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.