მას შემდეგ, რაც კეტი პერისა და კანადის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც ისინი ერთმანეთს იახტაზე ვნებიანად ეხუტებიან, არტისტის ყოფილმა მეუღლემ, ორლანდო ბლუმმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა.
ერთ-ერთ მათგანში ორლანდო კოლეგასთან ერთად ჩახუტებული პოზირებს. გამომწერებმა აღნიშნული კადრები რევანშად მიიჩნიეს.
ცნობისთვის, პერისა და ტრუდოს რომანის შესახებ ჭორები პირველად ივლისში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც წყვილი მონრეალში, რესტორანში ვახშმობისას შენიშნეს. დაახლოებით ამავე პერიოდს ემთხვევა კეტისა და ორლანდოს განშორების ამბავიც.
„ისე გადამიღე, რომ დაინახოს, რა დაკარგა“ – წერენ ფოტოს კომენტარებში გულშემატკივრები.
კეტი პერიმ ჯასტინ ტრუდოსთან რომანის შესახებ დუმილი დაარღვია და ორლანდო ბლუმსაც გადასწვდა


